მთავარიმსოფლიოევროპატყის ხანძრები ევროპაში

ტყის ხანძრები ევროპაში

ევროპაში გახშირებულ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ტყის ხანძარი გაჩნდა, რომში, მონტე მარიოს ბუნებრივ ნაკრძალში. მეხანძრეები ვერტმფრენებიდან ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. იმის გამო, რომ ცეცხლი ახლომდებარე შენობებს უახლოვდებოდა საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

გარდა იტალიისა, ხანძარი იყო ალბანეთშიც, რომელიც სამხრეთით მდებარე სოფელი მაშკულორეს დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა. თუმცა ამას ზიანი არ მოჰყოლია.

ხანძარი იყო სანაპირო ალბანეთის სანაპირო ქალაქ შენჯინში, ხანძრის შედეგად, სანაპიროზე მდებარე ორი ბარი დაზიანდა, იქ მყოფი ხალხი კი გაიქცა. ხანძრის შეჩერება ასობით ალბანელმა მეხანძრემ, სამხედრო პერსონალმა და მოხალისემ მოახერხა. სანაპირო ქალაქის გადარჩენისთვის მათ გამოიყენეს ალბანური ჯარის ვერტმფრენი და ორი იტალიური თვითმფრინავი, რომლებიც ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ნაწილია.

ტყის ხანძრები მძვინვარებს ჩრდილოეთ მაკედონიაშიც. ქალაქ სვეტი-ნიკოლეში ცეცხლის შესაჩერებლად, მეხანძრეები და სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულები.

მაკედონიის სოფელ კოკოშინიეში, ხანძარს მოხუცი მამაკაცი ემსხვერპლა, თუმცა მეხანძრეებმა მისი მეუღლის გადარჩენა შეძლეს. ჩრდილოეთ მაკედონიის  პრემიერ-მინისტრმა ჰრისტიჯან მიცკოსკიმ განაცხადა, რომ ხანძრის სამართავად საკმარისი რესურსი აქვთ.

გუშინ იქ  66 აქტიური ხანძრის კერა გაჩნდა, რომელთაგან 40 წარმატებით ჩააქრეს. ამასთან სერბეთმა ორი ვერტმფრენი გადასცა ჩრდილოეთ მაკედონიას, ტყის ხანძრების სამართავად.

კლიმატის ცვლილება ახშირებს ტყის ხანძრებს, წერია ევროკომისიის აპრილის ანგარიშში. დოკუმენტში ასევე წერია, რომ  2023 წლის ტყის ხანძრები ევროპაში ამ საუკუნეში ყველაზე დამანგრეველი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend