მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ირანში ჩავიდა

ირაკლი კობახიძე ირანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თეირანში ჩავიდა და ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს, შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. 30 ივლისს ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ირაკლი კობახიძე  ვიცე-პრემიერთან,  ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა.

ინაუგურაციის ცერემონია ირანის მეჯლისში გაიმართება და მას 70 უცხო ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა, გაიმარჯვა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილეობდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.

19 მაისს ებრაჰიმ რაისის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ებრაჰიმ რაისის დაკრძალვასაც დაესწრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend