მთავარიაზიალიბანიგერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანის ტერიტორია

გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანის ტერიტორია

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, გერმანია თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს.

გერმანია მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ დატოვონ ლიბანი, ისრაელსა და“ ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის გამო.

საქმე ეხება „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმას  გოლანის მაღლობზე, რასაც 12 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. გერმანიამ განაცხადა, რომ  საჰაერო მიმოსვლა ლიბანთან შეიძლება შეწყდეს და რომ კონფლიქტის შემდგომი გამწვავება არ არის გამორიცხული. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სოფლებს დაარტყა. ისრაელმა უპასუხოდ არ დატოვა „ჰეზბოლას“ თავდასხმა და სამხრეთ ლიბანის ქალაქ „შაქრას“ დრონებით შეუტია. რის შედეგადაც დაიღუპა ორი პირი და დაიჭრა სამი.

„ამ დაძაბულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ესკალაციისა და რეგიონული კონფლიქტის თავიდან აცილება. ჩვენ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ყველა მოქმედ პირს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში თავიანთ მოკავშირეებზე გავლენა მოახდინონ და ეს განსაკუთრებით ეხება ირანს“, – აცხადებს, გერმანიის მთავრობის სპიკერი, კრისტიან ჰოფმანი.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების გამო, გერმანიამ ტერიტორიის დატოვებისკენ ასევე მოუწოდა თავის მოქალაქეებს ისრაელსა და პალესტინაში.

„ჰეზბოლამ“ ისრაელზე საჰაერო იერიშები, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში მყოფი პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად დაიწყო. ისრაელის საჰაერო თავდასხმებს კი ლიბანში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად ჰეზბოლას წევრები. იერიშებმა ასევე იმსხვერპლა 90-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend