მთავარიმსოფლიოევროპადიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიტანელ კოლეგას, ჯონ ჰილის ბერლინში უმასპინძლა.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის, თავდაცვის ინდუსტრიის, ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

სიტყვით გამოსვლისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

„უფრო მჭიდრო თანამშრომლობა  გვჭირდება. ამისთვის ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. სწორედ ამ მიზნით მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას. პირველ რიგში, გვსურს, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია. მეორე მხრივ, უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის განვითარებაზე, წარმოებასა და შესყიდვებზე“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით,, ბრიტანეთის ახალი მთავრობის მიზანი ევროპასთან ურთიერთობების აღდგენაა.

„ახალ პრემიერ-მინისტრ კერ სტარმერს ახალ მთავრობასთან ერთად გადაწყვეტილი აქვს ევროპასთან ურთიერთობების აღდგენა არა მხოლოდ ფურცლებზე ხელმოწერით, არამედ იმ გეგმის შემუშავებით, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ  და ვიმუშაოთ ერთად“, – თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს აგრძელებს. გერმანიიდან ის ესტონეთში გაემგზავრება, სადაც ბრიტანელ ჯარისკაცებს შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend