მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირში ორგანოთა დონაციის ახალ გეგმაზე ფიქრობენ

ევროკავშირში ორგანოთა დონაციის ახალ გეგმაზე ფიქრობენ

უნგრეთის მთავრობა ორგანოთა დონაციისა და გაცვლის ახალი გეგმის შემუშავებას აპირებს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში იმოქმედებს. ამ გეგმის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეეძლებათ ორგანოების გაცვლა და ქვეყნებს შორის მათი სწრაფი ტრანსპორტირება. უნგრეთის მთავრობა ფიქრობს, რომ გარდა პაციენტთა ჯანმრთელობის დაცვისა ორგანოთა გაცვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიუჯეტს დაზოგავს.

ევროკავშირს ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის გეგმა 2009-2015 წლებში ჰქონდა, რამაც დონაცია 21%-ით გაზარდა ევროპულ დონეზე. თუმცა მიუხედავად ამისა, დონორების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებს შორის. უნგრეთის გეგმის თანახმად, დონორთა რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი გზა ე.წ. მარგინალური დონორების გამოყენებაა. გარდა ამისა, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გერმანიაა, საკუთარი კანონმდებლობა უნდა შეცვალონ და ქვეყნის მოქალაქეებს მისცენ დონორად ყოფნის უფლება.

„ერთ-ერთი გზა იქნება გავცდეთ საზღვრებს და ვეცადოთ, რომ სწორი კონტაქტები დავამყაროთ სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ორგანოების გაცვლის უფლებას მოგვცემენ. ჩვენ გვჭირდება გადანერგვისა და ორგანოების შესყიდვის სწრაფი გზა. შემდეგი გზა ორგანოების ტრანსპორტირებაა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს უამრავი დაბრკოლება, მათ შორის ფინანსური, რამაც შეიძლება სწრაფ ტრანსპორტირებაში ხელი შეგვიშალოს და ამით ორგანოების გადანერგვის ხარისხი დაეცეს“, – ამბობს ბელგიის ორგანოთა გადანერგვის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend