კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დონალდ ტრამპის დასამარცხებლად დემოკრატიული პარტია და ქვეყანა გააერთიანოს.
„ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია, წარმადგინონ კანდიდატად. გასული წლის განმავლობაში მე ვმოგზაურობდი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვესაუბრებოდი ამერიკელებს ამ მნიშვნელოვან არჩევნებში მკაფიო არჩევანზე. ეს არის ის, რასაც გავაგრძელებ მომდევნო დღეებსა და კვირებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი „პროექტი 2025“-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკელი ხალხის სახელით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მემკვიდრეობას, რომლებმაც ორი ვადით იმსახურეს“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
I will do everything in my power to unite the Democratic Party—and unite our nation—to defeat Donald Trump and his extreme Project 2025 agenda. If you’re with me, add a donation right now.https://t.co/xpPDkCRhoZ
— Kamala Harris (@KamalaHarris) July 21, 2024