მეცნიერებმა მთვარეზე აღმოაჩინეს გამოქვაბული, რომელიც შესაძლოა მომავალში ასტრონავტების განთავსების ადგილად იქცეს.
გამოქვაბული იმ ადგილიდან არც თუ ისე შორსაა, სადაც ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი 55 წლის წინ დაეშვნენ. გამოქვაბული აპოლო 11-ის დაშვების ადგილიდან დან სულ რაღაც 400 კილომეტრში მდებარეობს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახლომახლო ასობით მსგავსი გამოქვაბული არსებობს და მომავალში ისინი ასტრონავტების თავშესაფარი გახდება.
ჯგუფს იტალიელი მეცნიერები ხელმძღვანელობენ, მათ განაცხადეს, რომ არსებობს გამოქვაბულის არსებობის რეალური მტკიცებულება და ამ გამოქვაბულში შესვლა თანამგზავრზე არსებული ყველაზე ღრმა ორმოდანაა შესაძლებელი.