SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ცნობილი გერმანელი სატირიკოს ელ ჰოცოს მიერ გამოქვეყნებული ტვიტის გამო მიმართა.
ელ ჰოცო, როგორც ჩანს, მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას.
Someone wishing death on the leading US Presidential candidate and myself is paid to do so by the German government?@Bundeskanzler, was ist das? https://t.co/qB6CslUQ2D
— Elon Musk (@elonmusk) July 16, 2024
“კანცლერო, რა არის ეს? – ასე მიმართა ილონ მასკმა ოლაფ შოლცს.
ელ ჰოცოდ ცნობილ 28 წლის გერმანელ ახალგაზრდას ყველა იცნობს მედიაში თავისი პოლიტიკური სატირითა და სოციალური კრიტიკით.
მან დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ თავის პოსტში დაწერა: „ვფიქრობ, ფანტასტიკურია, როცა ფაშისტები იხოცებიან“.
პოსტები წაშლილია, თუმცა ინტერნეტში განცხადების ათასობით ფოტოს შენახვა და გავრცელება მაინც მოხერხდა.
Ich bin Deutschlands frechster Arbeitsloser
— E L H O T Z O (@elhotzo) July 16, 2024
მასკი გერმანელი სატირიკოსის დაფინანსების საკითხით დაინტერესდა. ამის შესახებ მან თავის ტვიტზე დაწერა. ელ ჰოცო გერმანიაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით რადიოშოუს წამყვანია. როგორც ცნობილია, შოუს გერმანიის მოსახლეობა აფინანსებს.