საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ.
ორი ქვეყნის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობები მფლობელებს შეუძლიათ თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე, გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის მიზნებისთვის.
მემორანდუმი ძალაში 2024 წლის 25 ივნისიდან შევა.