მთავარიკუბიFacebook-ზე ტერმინი "სიონისტი" ზოგიერთ შემთხვევაში სიძულვილის ენის გამოვლინებად ჩაითვლება

Facebook-ზე ტერმინი “სიონისტი” ზოგიერთ შემთხვევაში სიძულვილის ენის გამოვლინებად ჩაითვლება

კომპანია მეტა, რომელსაც ეკუთვნის ფეისბუკი და ინსტაგრამი, წაშლის პოსტებსა და კომენტარებს, რომელშიც გამოყენებული იქნება ტერმინი “სიონისტი”, როდესაც მას ანტისემიტურ კონტექსტში იყენებენ ან ცდილობენ კონკრეტული ადამიანების ჯგუფის დეჰუმანიზებას.

ტერმინ “სიონისტის” ჩამატებით გაფართოვდა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა ტერმინი ისტორიულად და როგორ იყენებენ დღეს მას სოციალურ ქსელში.

მეტას ახალი მიდგომის მიხედვით დღეს , ტერმინი “სიონისტი” ვიწრო ინტერპრეტაციით აღნიშნავს პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც მხარს უჭერს ებრაული სახელმწიფოს შექმნას, თუმცა უფრო ფართო გაგებით მას იყენებენ იმისათვის, რომ მაგალითად, ჩაანაცვლონ სიტყვა ებრაელი ან ისრაელელი ნეგატიური კონოტაციით. მეტაში აცხადებენ, რომ ამის დასადგენად შეხვდნენ 145-ზე მეტ ისტორიკოსს, იურისტსა და ადამიანის უფლებათა ექსპერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამაზე დაყრდნობით კი დასკვნა ასეთია, რომ ტერმინი “სიონისტი” არღვევს მეტას წესებს, როდესაც გამოიყენება ის ებრაელებთან დაკავშირებით სტერეოტიპების გასამყარებლად ან მათი დამცირების მიზნით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend