მთავარიმსოფლიოყველაზე ცხელი ივნისი - 2024 წლის ივნისი 21-ე საუკუნის ყველაზე ცხელი თვე...

ყველაზე ცხელი ივნისი – 2024 წლის ივნისი 21-ე საუკუნის ყველაზე ცხელი თვე იყო

2024 წლის ივნისი 21-ე საუკუნის ყველაზე ცხელი თვე იყო. ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“, ჩანაწერების მიხედვით კი, მსოფლიო ისტორიაში აღრიცხულ ყველაზე ცხელ თვეებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

ამავე სამსახურის მონაცემებით, ივნისში უკვე ზედიზედ მე-12 თვეა, რაც ჰაერის ტემპერატურა 1,5 გრადუსით უფრო ცხელია, ვიდრე პრეინდუსტრიულ დროში.

„ტემპერატურის რეკორდული მატება 2023 წლიდან დაიწყო და უკვე ზედიზედ 13 თვეა გრძელდება“, – თქვა ნიკოლას ჯულიენმა.

მეცნიერების თქმით, კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები 2023 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, სამყარო უახლოვდება პარიზის შეთანხმებით დადგენილ ძალიან მნიშვნელოვან ზღვარს, რომლის მიხედვითაც, გლობალური დათბობა 1.5°C-ამდე უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენ ვხედავთ კლიმატის ცვლილების შედეგებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. ასე რომ, ეს 2023 წლამდე დაიწყო და გაგრძელდება მას შემდეგაც, რაც მაღალი ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაბალანსდება“, – ამბობს ნიკოლას ჯულიენი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი არაა…

მიმდინარე წელს ამ ცვლილებებმა უკვე ბევრი ტრაგედია მოუტანა მსოფლიოს. მათ შორის ივნისში, საუდის არაბეთში, მექაში, როცა ლოცვის დროს მაღალი ტემპერატურის გამო ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მუსლიმი მომლოცველები ჰაჯის დღესასწაულზე მექაში, საუდის არაბეთი, 17 ივნისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Rafiq Maqbool

მეცნიერები სახელმწიფოებს აფრთხილებენ, რომ მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა ცხოვრება უფრო ცხელ დედამიწაზე მეტად სახიფათო არ გახდეს…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend