აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს მოსკოვის მიერ განხორციელებულ ბოლო თავდასხმას უკრაინაზე, რომლის დროსაც რუსეთმა რაკეტები დაუშინა უკრაინულ ქალაქებს, რის გამოც დააზიანეს უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო და სხვა შენობები.
დაზიანებულ კლინიკაში შეჩერდა დაგეგმილი გულის ოპერაცია და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ღია ცის ქვეშ მოუწიათ მკურნალობის გავლა. არსებული ინფორმაციით მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა. 8 ივლისს თავდასხმა 5 უკრაინულ ქალაქზე განხორციელდა რომლის დროსაც 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
„უპირველეს ყოვლისა ვაზუსტებ, რომ კონკრეტულად ეს ობიექტები არ წარმოადგენენ არანაირ სამხედრო სამიზნეს. ამ შენობებში თავს არ აფარებდნენ უკრაინელი სამხედროები. ეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. ეს არ არის და არ შეიძლება იყოს სამხედრო თავდასხმებისთვის განკუთვნილი ობიექტი, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ პუტინი მიზანმიმართულად ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავის სისხლიან ომში უკრაინის წინააღმდეგ”, – განახადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა