„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვას.
პრეზიდენტის აზრით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორის უვადოდ გადადებას. მისი აზრით ეს ნაბიჯები პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.
“პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა ” , – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, ახლა პარტნიორები საქართველოს საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ არჩევანი მათზეა ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის.