რა მექანიზმები არსებობს და რისი ცოდნაა საჭირო კრიზისულ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენისთვის?
8-12 ივლისს ICOM საქართველოსა და ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის თანამშრომლობით თბილისში პროფესიული განვითარების ტრენინგი მიმდინარეობს მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის თემაზე.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ICOM საქართველოს თავმჯდომარემ ლანა ქარაიამ და ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ვერნონ რაპლიმ ისაუბრეს.