გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს დაცული ტერიტორიების და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორთვიანი კამპანია დაიწყო.
მიზანი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის საქართველოს ბუნებისა და ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. კამპანიის ფარგლებში ქვეყანაში შემოსულ სტუმრებს საქართველოს აეროპორტებში ბანერები და საინფორმაციო მასალები ხვდებათ გზავნილებით „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლო“.
ახალი კამპანიის დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა ისაუბრა.