მთავარიკუბიყალბი ამბავი ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti-ს ავტომობილის შეძენის შესახებ

ყალბი ამბავი ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti-ს ავტომობილის შეძენის შესახებ

სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ შეიძინა სპორტული მანქანა, რომელსაც აწარმოებს იტალიური კომპანია Bugatti 4,5 მილიონ ევროდ. გავრცელებული ცნობის თანახმად, ავტომობილი პირველმა ლედიმ პარიზში ვიზიტისას შეიძინა.

ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ფრანგულენოვან ვებგვერდზე სახელად Veritecachee.fr და შემდეგ ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. ფრანგულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას თან ერთვის ინვოისი, რომელიც თითქოს ყიდვის ფაქტს ადასტურებს. სტატიაში ასევე განთავსებული იყო ვიდეო, რომელშიც რესპონდენტი ამბობს, რომ პარიზში Bugatti-ს ავტოსალონის თანამშრომელია და ამ ინფორმაციას ადასტურებს. ეს ვიდეო ამჟამად წაშლილია, თუმცა მილიონობით ნახვა უკვე დააგროვა X-ზე.

დავიწყოთ იმით, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ინვოისი შეიცავს რიგ უზუსტობებს. მაგალითად, მასზე პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის არასწორი მისამართია მოცემული. ასევე მართლწერის მხრივ შეცდომებია დაშვებული და სავალდებულო საგადასახადო ინფორმაციის გრაფა არის ასევე გამოტოვებული, ისევე როგორც გადახდის მეთოდი.

გარდა ექსპერტების მიერ აღმოჩენილი უზუსტობებისა, თვითონ კომპანია Bugatti-ს წარმომადგენლობამ საფრანგეთში ინსტაგრამზე განაცხადა, რომ ინფორმაცია არის ყალბი და კომპანია აპირებს უჩივლოს იმ ადამიანებს, ვინც გაავრცელა გამოგონილი ისტორია.

რაც შეეხება საეჭვო საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდს, რომელზეც პირველად ეს ისტორია გამოჩნდა, მას აქვს რამდენიმე ნიშანი, რითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ტროლებისთვის არის შექმნილი. მაგალითად ის, რომ მას არ გააჩნია არანაირი გრაფა, სადაც დაეწერებოდა კომპანიის, ან ორგანიზაციის, ან რედაქტორების სახელები, თუ ვინ მუშაობს სტატიებზე. გამოსახულებებს ასევე არ ახლავს საავტორო ინფორმაცია და არ არის მითითებული არც თარიღები სტატიების.

BBC-ისა და DW-ს ექსპერტებმა ასევე შეისწავლეს კომპანიის „თანამშრომლის” ვიდეო და დაასკვნეს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის დამუშავებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend