მთავარიმსოფლიოთურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკურმა ვაჭრობამ შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკურმა ვაჭრობამ შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

„თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკურმა ვაჭრობამ შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს მიაღწიოს” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, განაცხადა.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტზე ერდოღანმა განმარტა, რომ ორი ქვეყანა აგრძელებს ერთობლივ მუშაობას სინოპში, ჩრდილოეთ თურქეთში, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის კუთხით თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსი ტურისტები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად 7 მილიონს შეადგენს.

„შანხაის თანამშრომლობის სამიტი“ 2001 წელს ჩინეთისა და რუსეთის მიერ დაარსდა ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend