ათასობით გულშემატკივარი დახვდა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თავისუფლების მოედანზე. ქომაგები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ გუნდს ოვაციებით მიეგებნენ.
ნაკრების ფეხბურთელებთან შესახვედრად მივიდა ყველა თაობის გულშემატკივარი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ფეხბურთელებმა საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანეს.