ევროკომისიაში განაცხადეს, რომ კომპანია „მეტამ”, რომელსაც ეკუთვნის „ფეისბუკი”, „ინსტაგრამი”, დაარღვია ციფრული ბაზრის შესახებ კანონი მისი სარეკლამო მოდელით „გადაიხადე ან დათანხმდი“.
გასული წლის ბოლოს კომპანია „მეტამ” აამოქმედა მომსახურება, რომელიც საშუალებას აძლევს ევროპელ მომხმარებელს „ფეისბუკსა” და „ინსტაგრამზე” გადაიხადოს თვეში 14 დოლარი იმისათვის, რომ რეკლამების გარეშე არსებული პლატფორმების ვერსიები ჰქონდეთ. ალტერნატიულ გზად კი, რჩება პერსონალიზებული რეკლამები.
ევროკომისიამ გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ მათი წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ორი არჩევანის არსებობა აიძულებს მომხმარებელს დაეთანხმოს „მეტას”, გამოიყენონ მისი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც შემდგომ რეკლამის დამკვეთები იღებენ და სოციალური ქსელი არ სთავაზობს მომხმარებელს ნაკლებად პერსონალიზებულ ვერსიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აპლიკაციების ფუნქციებზე წვდომა დამოკიდებულია თვითონ კონკრეტულ მომხმარებელზე.
ევროკომისიის თქმით, შუალედური მოდელი, რომლის მიხედვითაც, „მეტას” აპლიკაციების მომხმარებლები, რომლებიც არ დათანხმდებიან, მათი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე, მაინც უნდა შეძლონ ისარგებლონ სერვისებით, პერსონალიზებული რეკლამების გარეშე.
თუ ევროკომისიის გამოძიების დროებითი დასკვნები დადასტურდება, ევროკავშირმა შეიძლება, კომპანია „მეტა” დააჯარიმოს კომპანიის წლიური შემოსავლის 10%-ის ეკვივალენტური რაოდენობით. კომპანიის 2023 წლის შედეგების მიხედვით, ეს ჯარიმა 13 მილიარდი დოლარი იქნება.