მთავარიკუბი„საქართველომ ჩვენი გული მოიგო” - რეაქცია სოციალურ ქსელში

„საქართველომ ჩვენი გული მოიგო” – რეაქცია სოციალურ ქსელში

„საქართველომ ჩვენი გული მოიგო” – სოციალურ ქსელებში ქართველი და უცხოელი მომხმარებლები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩატარებული თამაშებისთვის მადლობას უხდიან.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ დებიუტს ულოცავს.

„ვამაყობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტით ევროპის ჩემპიონატზე. თქვენ მოუტანეთ სიხარული და პატივი საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივრის გული მთელ მსოფლიოში. მადლობა ამ შესანიშნავი თამაშებისთვის“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„პატივისცემა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი და გრძნობით სავსე შესრულებისთვის ევროპის ჩემპიონატზე. მოუთმენლად ველოდები თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა“, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე.

დაემშვიდობა საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული მომენტების ამსახველი ფოტოებით თვითონ უეფას ოფიციალური ფეისბუკგვერდი, სადაც ქართველი მომხმარებლები განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ ბოლო დღეებია.

საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა განსაკუთრებული მომენტების ამსახველი ფოტოებით თვითონ UEFA-ს ოფიციალური ფეისბუკგვერდი. „ტურნირი, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ“, – ვკითხულობთ UEFA-ს გვერდზე.

„საქართველომ ამ ტურნირში ყველაფერი ჩადო და მათ გულშემატკივრებს ნამდვილად აქვთ ბევრი მიზეზი საამაყოდ“, – აღნიშნავს ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი კრის სატონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend