2020 წლის საარჩევნო ციკლის შემდეგ პირველი სატელევიზიო დებატები შედგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.
პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დებატები ატლანტაში, CNN-ის სტუდიაში, გაიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატებმმა ისაუბრეს ბევრ მნიშნველოვან საკითხე, მათ შორის, რუსეთის ომზე უკრაინაში, ისრაელ-ჰამასის ომსა და ღაზის კრიზისზე, მიგრაციის პრობლემაზე, აშშ-ის ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე.
ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ უწოდა ვლადიმერ პუტინს კრიმინალი და თქვა, რომ თუკი ის უკრაინაში ომს მოიგებს, პირველ რიგში საფრთხე შეექმნებათ ბალტიის ქვეყნებს. რაც შეეხება დონალდ ტრამპის პოზიციას, მან თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ეს ომი დასრულდება.
„ეს არის ომი, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო. შეერთებულ შტატებს რეალური ლიდერი რომ ჰყოლოდა, ეს ომი არ დაიწყებოდა. ბაიდენმა ურაინას 200 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა, ეს ძალიან დიდი თანხაა. ზელენსკი ვაშინგტონში რომ ჩამოდის, ის 60 მილიარდით ტოვებს ქვეყანას, ის გენიოსია. მე ამ ომს არ დავუშვებდი და ვაპირებ, რომ დავამთავრო ეს უაზრო სისხლისღვრა“, – თქვა ტრამპმა დებატების დროს.
„პუტინი სამხედრო კრიმინალია, მან მოკლა ათასობით ადამიანი და მას სურს საბჭოთა იმპერიის აღდგენა, ის არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილით, მას სურს უკრაინის მთლიანად დაპყრობა და ის უკრაინაზე არ გაჩერდება. თქვენი აზრით, რა მოხდება თუ ის მართლა აიღებს უკრაინას? თქვენი აზრით, რა მოუვათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს? დაფიქრით. არ შეიძლება რუსეთს ეს შევარჩინოთ. ასევე ჩვენ უკრაინას ფულს არ ვაძლევთ, არამედ იარაღს, რომელსაც აქ, შეერთებულ შტატებში, ვაწარმოებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართევბა.