მთავარისაქართველოილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოსთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა გამორჩეულ ხასიათს ატარებს და ეტაპობრივად ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისათვის.

მინისტრებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend