მთავარიამერიკააშშჰოლივუდის თანამშრომლებმა და სტუდიებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

ჰოლივუდის თანამშრომლებმა და სტუდიებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

ჰოლივუდის თანამშრომლებმა და სტუდიებმა პირობით შეთანხმებას მიაღწიეს, რათა 2024 წელს აღარ გაიფიცონ. წინასწარი შეთანხმების პირობებში შედის ხელფასების მატება და ხელოვნური ინტელექტისგან დაცვა. კონტრაქტის პირობითი ვერსიის წყალობით ჰოლივუდში, დიდი ალბათობით, მასშტაბური გაფიცვა, რომელიც სტუდიების მუშაობას შეაჩერებს, აღარ არის მოსალოდნელი.

ჰოლივუდის სტუდიების თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძლეს სტუდიებთან 3-წლიანი ე.წ. „ძირითადი კონტრაქტის“ წინასწარ პირობებზე შეთანხმება, რის შესახებაც მხარეებმა 25 ივნისს განაცხადეს. პროფესიული კავშირის „თეატრალური სცენის თანამშრომელთა საერთაშორისო ალიანსის“ (IATSE) წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კენჭი უნდა უყარონ კონტრაქტის პროექტს, რომელიც აკმაყოფილებს 50 ათასი იმ თანამშრომლის მოთხოვნებს ხელფასის მატებისა და ხელოვნური ინტელექტისგან დაცვის თაობაზე, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს 13 სხვადასხვა პროფესიული კავშირის წვერები არიან. მათ შორის, არიან სამხატვრო ხელმძღვანელები, მხატვრები, რედაქტორები, ოპერატორები, კოსტიუმის დიზაინერები, სტილისტები და მაკიაჟის სპეციალისტები.

თუმცა ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონტრაქტზე, რომელიც ეხება 20 ათასს თანამშრომელს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გასულ წელს სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვებისა და IATSE-ს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების გამო, რომლებიც 2021 წელს კინაღამ გაფიცვაში გადაიზარდა, ჰოლივუდის სტუდიები შიშობდნენ, რომ 2024 წელს გაფიცვების ტალღა ისევ აგორდებოდა, რაც კიდევ უფრო დააზიანებდა კინოინდუსტრიას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დადგა მყარად ფეხზე 2023 წლის გაფიცვების გამო. თუმცა 25 ივნისს IATSE-მ მიაღწია შეთანხმებას კინოფილმებისა და სატელევიზიო პროდიუსერების ალიანსთან, რომელიც წარმოადგენს სტუდიებს, სტრიმინგის პლატფორმებსა და ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან Disney, Netflix, Warner Bros. Discovery and Amazon Prime.

IATSE-ის ინფორმაციის მიხედვით, წინასწარი შეთანხმების დეტალები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend