მთავარისპორტიგულშემატკივარი საქართველოსა და პორტუგალიის მატჩისთვის მზად არის

გულშემატკივარი საქართველოსა და პორტუგალიის მატჩისთვის მზად არის

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების საქომაგოდ გერმანიის ქალაქ გელზენ კირხენში ათასობით ქართველია შეკრებილი. დღეს, 26 ივნისს, გელზენ კირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

როგორც პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, პორტუგალიის შემადგენლობაში იქნება ცვლილებები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიას მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს, ისინი მაინც გამარჯვებისთვის ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებს კი უბრუნდება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი. ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე პირველი ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ახლა ის გუნდთან ერთად იმყოფება.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend