ევროკავშირის კომისიის წარმომადგენელთა თქმით, კომპანია APPLE APP STORE ბაზარზე დეველოპერებს უფლებას არ აძლევს, რომ კონკრეტული აპლიკაციებისა თუ პროგრამების სხვა, უფრო იაფიანი ვარიანტების შესახებ აცნობოს მომხმარებლებს. ევროკავშირის ეს კანონმდებლობა, რომელიც ძალაში 2024 წლის მარტიდან შევიდა, გზას უხსნის უამრავი აპლიკაციის შემქმნელსა თუ დეველოპერულ კომპანიას, რის შედეგადაც მომხმარებლებს ბაზარზე უფრო მეტი არჩევანის საშუალება ექნებათ. კომპანია APPLE-ს ამ კანონმდებლობის დარღვევის გამო შეიძლება ჯარიმის სახით მისი გლობალური შემოსავლების 10% დაეკისროს, რაც რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ევროკავშირის კომისიამ კომპანია Apple-ს გაუგზავნა წინასწარი დასკვნები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ 25 მარტს Apple-ის App Store-ის მართვის წესებთან დაკავშირებით გავხსენით. მოგეხსენებათ, ციფრული ბაზრების კანონის თანახმად, დეველოპერებს უნდა შეეძლოთ, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა აპლიკაციისა თუ პროდუქტის ალტერნატიული და უფრო იაფი ვარიანტები შესთავაზონ. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ კომპანია APPLE ამ მხრივ ციფრული კონკურენციის წესებს არღვევს. APPLE-ს აქვს დრო, რომ ბრალდებები გააანალიზოს და ჩვენ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციები შეაფასოს. თუ კი ჩვენი ბრალდებები უახლოეს მომავალში დადასტურდება, კომპანია APPLE-ს შესაბამისი ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს”, – ამბობს თომას რენიერი, ევროკომისიის წარმომადგენელი.