პენტაგონის პრეს-მდივანმა, პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში აშშ-ის მიერ აშენებული ნავსადგური, კვლავ განაახლებს ჰუმანიტარული დახმარების გაცემას პალესტინელებისთვის.
აშშ-მა ნავსადგური გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით 230 მილიონ დოლარად ააშენა და მისი მიზანი ღაზაში მყოფი იმ პალესტინელების დახმარებაა, რომლებიც თვეებია უკვე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ცხოვრობენ.
,,შემიძლია დავადასტუროთ, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პერსონალმა გუშინ აღადგინა დროებითი ბურჯი ღაზის სანაპიროზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ინჟინრებმა უზრუნველყვეს ყველა საჭირო სამუშაოს ჩატარება სანაპიროზე და კვიპროსიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა განახლდა. დღეს ღაზაში 656 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება“, – განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა, პეტ რაიდერმა.