მთავარიევროპარუსეთირუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა ,,ყაზანმა" ჰავანის ყურე დატოვა

რუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა ,,ყაზანმა” ჰავანის ყურე დატოვა

რუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა ,,ყაზანმა“ ჰავანის ყურე დატოვა. ფლოტი, რომელიც შედგებოდა ფრეგატისგან, ატომური წყალქვეშა ნავისგან, ნავთობის ტანკერისა და სამაშველო ბუქსირისგან, 12 ივნისს ატლანტის ოკეანეში ჩატარებული წვრთნების შემდეგ გადავიდა ჰავანის ყურეში.

რუსული გემების შემდეგი დანიშნულების ადგილი ჯერჯერობით უცნობია. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ რუსული გემები რეგიონში ზაფხულის განმავლობაში დარჩებიან და შესაძლოა ვენესუელაშიც გაჩერდნენ.

რუსეთი ვენესუელასა და კუბის დიდი ხნის მოკავშირეა, რის გამოც რუსული თვითმფრინავები კარიბის ზღვაში ხშირად დაფრინავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფლოტში შედის ატომური წყალქვეშა ნავიც, აშშ-ს ადმინისტრაციამ დაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე განაცხადა, რომ  არცერთ გემი არ არის აღჭურვილი ბირთვული იარაღით.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის გემების  განთავსება ჰავანის ყურეში შეერთებული შტატებისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend