მთავარიკუბიევროპული მატჩის დღე სოციალურ ქსელებში

ევროპული მატჩის დღე სოციალურ ქსელებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველ ოფიციალურ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში. როგორც ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ამბობენ, ამ შეხვედრას ოფიციალურად 3 თვეა ელიან, ხოლო არაოფიციალურად 30 წელზე მეტი. 18 ივნისის მნიშვნელობაზე საუბრობენ ფეხბურთელებიც.

გულშემატკივარი კი ეროვნულ ნაკრებს სოციალური მედიის მეშვეობით წარმატებას უსურვებს.

„ჩვენს შესანიშნავ ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ დღეს და შემდგომშიც! მთავარია, ხარისხიანი თამაში აჩვენონ და თავი დაამახსოვრონ ევროპელ მაყურებელს! ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მათი გამოჩენა სიურპრიზი კი არ იყოს, არამედ ჩვეულებრივი ამბავი. მათი გვარები ზეპირად უნდა იცოდნენ! არცერთი მომავალი ჩემპიონატი საქართველოს გუნდის გარეშე“, – წერს გაგა ჩხაიძე.

გულშემატკივარს არც ის ფაქტი არ გამორჩენია, რომ 18 ივნისი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის დაბადების დღეა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ დამთხვევა არ არის და ეს გამარჯვების ნიშანია.

სოციალურ მედიაში ბევრი მომხმარებელი აზიარებს იმ ქომაგების სურათებს, რომლებიც საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიაში, გაემგზავრნენ. საქართველოს ნაკრების ფერებში გამოწყობილი გულშემატკივარი დორტმუნდის ქუჩებში შეძახილებითა და სიმღერებით ამხნევებენ ერთმანეთს.

ევრო 2024-თან დაკავშირებით რამდენიმე ახალი სიმღერაც დაიწერა, მათ შორის ახალი სიმღერები გამოუშვეს ჯგუფმა „მგზავრებმა” და ТАHAxPINO-მ. ხოლო საქართველოს ეროვნულმა არქივმა გააზიარა ვიდეო, რომლის საშუალებითაც არქივში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით ქართული ფეხბურთის წარმატებაზე გვიყვებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend