რუსული საოკუპაციო ძალების მიერ კონსტანტინივკის საცხოვრებელ რაიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა 13 სახლი. 4 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კონსტანტინივკას რუსული ძალები რეგულარულად ესხმიან თავს. ავიაიერიშის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, ჩამონგრეულია აივნები, ხოლო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი თითქმის მთლიანად ჩამოშლილია.
ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს სოფელ კოზაჩა ლოპანიდან, რომელიც ხარკივის რეგიონში, რუსეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ 15 კილომეტრში, ლიპეცკის მიმართულებაზე, მძიმე ბრძოლებია, სადაც რუსები ახლომდებარე დასახლების აღებას ცდილობენ, ადგილზე რჩება 500 ადგილობრივი. წინა დღეს დღეს სოფლიდან 13 მოსახლე გაიყვანეს. მათგან ზოგი ხარკივში ნათესავებთან აფარებს თავს, ზოგი კი – საერთო საცხოვრებელს. გასულ თვეს კოზაჩა ლოპანის რაიონი 1000-ამდე მაცხოვრებელმა დატოვა.