მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკივი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკივი დაბომბეს

ოფიციალური პირების ინფორმაციით, გუშინ ხარკივის საცხოვრებელ რაიონზე რუსების მიერ მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, ორი სახლი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ოქსანა იარმაკი ამბობს, რომ მის რაიონს რუსი სამხედროები უკვე მეორედ დაესხნენ თავს. ხარკივის მცხოვრებნი ყოველთვის ყურადღებით ეცნობიან ამბებს, სად რა იბომბება.

ოქსანა აფეთქების დროს სახლში იყო. მან  ყურებზე ხელები აიფარა,  იმედი ჰქონდა, რომ ბომბი გადაუფრენდა, თუმცა ასე არ მოხდა. სახლში ყველაფერი ჩამოინგრა, ჩამოიმსხვრა ფანჯრებიც. გარეთაც ვერ გადიოდა.

მეზობლები გამოცვივდნენ ყვირილით, რომ ხანძარი გაჩნდა. ოქსანას ეგონა, რომ ცეცხლი მის სახლს მოედო.

ხარკივის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სუნეჰუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 6 მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტოფარეხები და ავტომობილები.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend