რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში ბრიქსის ბლოკის განვითარებადი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეკრება დაიწყო.
პირველ შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გასულ თვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ხსოვნას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ბაღერმა მადლობა გადაუხდა სერგეი ლავროვს სამძიმრისთვის. ლავროვმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ირანს, რომელსაც რუსეთთან მტკიცე და უწყვეტი ურთიერთობა აქვს და ცდილობს ყველა სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას.
JUST IN: 🇷🇺 🇺🇸 Russia says the US and its allies are trying to preserve dominance by using economic tools as weapons through sanction pressure and blackmail. pic.twitter.com/sXzhNUS1jW
— BRICS News (@BRICSinfo) June 10, 2024
ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც იანვარში ხუთი წევრისგან შემდგარ გაერთიანებას კიდევ ოთხი ქვეყანა – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და გაერთიანებული არაბთა საამიროები დაემატა. ბოლო ინფორმაციით, ბრიქსთან თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატით 30-ამდე ქვეყანას სურს.