მთავარიმსოფლიოპროპაგანდა კორეულად - საჰაერო ბუშტები და ხმის გამაძლიერებლები საზღვართან

პროპაგანდა კორეულად – საჰაერო ბუშტები და ხმის გამაძლიერებლები საზღვართან

ხმის გამაძლიერებლების დახმარებით სამხრეთ კორეიდან ხმა ჩრდილოეთ კორეამდე მიდის. რესპუბლიკის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შეუძლიათ, მოისმინონ ახალი ამბები, გადაცემები და მუსიკა, რომლებსაც კრძალავს ფხენიანის დიქტატორული მმართველობა.

ეს ერთგვარი პასუხია ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელ ქმედებებზე. ბოლო კვირებში ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთის მიმართულებით გაუშვეს ათასზე მეტი საჰაერო ბუშტი, რომლებზეც ნაგვის ტომრები იყო მიბმული.

დამთვალიერებელი უყურებს ჩრდილოეთ კორეის მხარეს ობსერვატორიიდან, სამხრეთ კორეა, 9 ივნისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Lee Jin-Man

სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის საჰაერო ბუშტებით პროპაგანდა ახალი არაა. სეულიდან ჩრდილოეთის მეზობლის მიმართულებით მრავალი წელია იგზავნება საჰაერო ბუშტები. ბუშტები, რომლებსაც ყველაზე იზოლირებულ და ჩაკეტილ ქვეყანაში აკრძალული მუსიკა, მეხსიერების ბარათებზე ჩაწერილი ფილმები და ბუკლეტები მიაქვს.

ასე მოუწოდებდნენ სამხრეთ კორეელები ჩრდილოეთში მაცხოვრებლებს, ებრძოლათ დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ.

თავად კიმ ჩენ ინის რეჟიმიც ცდილობს, გაიმეოროს იგივე მეთოდები და ახლა მათ თავადაც გადაწყვიტეს, ხმის გამაძლიერებლები დააყენონ სასაზღვრო ზონასთან ახლოს.

„ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან არსებულ სასაზღვრო ზონასთან ახლოს ხმის გამაძლიერებლები დააყენა, ეს კი იმისთვის გააკეთა, რომ დაიწყოს ჩვენ წინააღმდეგ საკუთარი პროპაგანდისტული მაუწყებლობა”, – განაცხადა ლი სონ ჯუნიმ, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის სპიკერმა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფხენიანის პროპაგანდას სამხრეთში მიმდევრები გამოუჩნდნენ.

სრულიად საპირისპირო ხდება ჩრდილოეთში, სადაც სამხრეთ კორეული ხმა ღამით 25 კილომეტრზე მეტსაც ფარავს. იქიდან გამოქცეულ დეზერტირებს არაერთხელ უთქვამთ საერთაშორისო მედიისთვის, რომ სამხრეთ კორეული პოპმუსიკა და პოპკულტურის სხვა პროდუქტები ჩრდილოეთ კორეაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend