მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში მაღალი ტემპერატურის გამო, ცხოველებისა და ფრინველების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მექსიკაში მაღალი ტემპერატურის გამო, ცხოველებისა და ფრინველების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მექსიკაში მაღალი ტემპერატურაა. დასიცხულ ცხოველებსა და ფრინველებს კონდიციონერით აგრილებენ. განსაკუთრებით გაუსაძლისი სიცხეა მექსიკის სამხრეთ ყურესა და ჩრდილოეთით – ცენტრალურ ამერიკაში.

მექსიკაში არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ცხოველების გადარჩენას ცდილობენ, რომელთა სიცოცხლეს  მაღალი ტემპერატურის გამო საფრთხე ემუქრებათ. ცხოველთა დამცველი ჯგუფების განცხადებით, მექსიკის ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა იზრუნოს ცხოველებზე.

მექსიკის ჩრდილოეთით, ძირითადად უდაბნოში, ექსტრემალური სიცხეა. ცხოველთა დამცველები ბუებსა და სხვა მტაცებელ ფრინველებს კონდიციონერით გაგრილებულ ოთახებში ათავსებენ.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცხოველების მოსავლელად შემოწირულებას აგროვებს.

მექსიკაში ვეტერინარები ცდილობენ, დაიცვან ცხოველები, მიაწოდონ წყალი და საკვები, რადგან  მაღალი ტემპერატურის გამო ცხოველები არასრულფასოვნად იკვებებიან და განიცდიან სითბურ სტრესსა და გაუწყლოვნებას.

მექსიკაში საშუალოზე დაბალი ნალექის გამო წელს თითქმის მთელ ქვეყანაში წყალსაცავები და ტბები  შრება და წყლის მარაგი იწურება. წყლის ნაკლებობამ პრობლემები შექმნა საავადმყოფოებსა და სახანძრო სამსახურებში.

ჰიდროელექტრო კაშხლებზე წყლის დაბალი დონის გამო ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend