დემოკრატიის საერთაშორისო კვლევის (DRI) არასამთავრობო ორგანიზაციამ პოპულარული ჩატბოტები შეამოწმა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით მუშაობენ, თუ რამდენად სწორ პასუხებს გაცემა სისტემა ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლებს, 10 სხვადასხვა ევროპულ ენაზე.
ორგანიზაციამ შეისწავლა რამდენიმე ჩატბოტი, კერძოდ, Google-ის Gemini, OpenAI’s-ის ChatGPT და მაიკროსოფტის – Copilot.
22-24 მაისს, მკვლევრებმა ჩატბოტებს 5 კითხვა დაუსვეს 10 სხვადასხვა ევროპულ ენაზე, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როგორ დარეგისტრირდეს მომხმარებელი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუ ის საზღვარგარეთ ცხოვრობს, რა გააკეთოს იმისათვის რომ გაგზავნოს ხმა ელექტრონულ მისამართზე და როდის იქნება ცნობილი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები.
სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ჩატბოტებმა ვერ შეძლეს დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა ტიპურ კითხვებზე რომელიც შეეხებოდა არჩევნებს. როდესაც ჩატბოტებს არ გააჩნიათ ბევრი მასალა, რომლის მოძიებაც ინტერნეტში შეძლებდნენ, ხელოვნურ ინტელექტი უბრალოდ იგონებდა პასუხებს ან საერთოდ არ პასუხობდა.