მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის არმიის რეზერვისტები

გერმანიის არმიის რეზერვისტები

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მნიშვნელოვნად გაძლიეროს არმიის რეზერვი, სადაც 60 000-ამდე მამაკაცი და ქალი ჩაერთვება. ინფორმაციას გერმანული მედია სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იკვლევს იმ პირთა რაოდენობას, რომელთა გამოძახებასაც შეძლებს თავდაცვის საჭიროების დროს. მათ შორის იქნებიან ის პირებიც, ვინც ადრე ბუნდესვერში მსახურობდა. გერმანიის რეზერვისტთა საკითხებში კომისარი ლეიტენანტ გენერალი ანდრეას ხოპე ამბობს, რომ ბუნდესვერის მიზანია სარეზერვო ბატალიონების იმგვარად აღჭურვა და მომზადება, რომ მათ შეძლონ ინტეგრირება ოპერატიულ სარდლობაში. ამ ცნობებს წინ უსწრებდა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის, განცხადება იმის შესახებ, რომ გერმანია მზად უნდა იყოს საომარი მოქმედებებისთვის 2029 წლისთვის.

გერმანიაში თავდაცვის პოლიტიკის გადააზრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ანდრეას ხოპე ამბობს, რომ უკრაინის მაგალითმა კარგად გამოხატა, თუ რამდენად აუცილებელია კარგად მომზადებულ არმიას ზურგს უმაგრებდეს ძლიერი რეზერვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend