მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში კიბოსთან ბრძოლის ახალ, ნანონაწილაკებზე დაფუძნებულ, მეთოდოლოგიაზე მუშაობენ

ესპანეთში კიბოსთან ბრძოლის ახალ, ნანონაწილაკებზე დაფუძნებულ, მეთოდოლოგიაზე მუშაობენ

ექიმ ლაურას ძუძუს კიბოს მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისთვის ყველაფერი შეიცვალა. ახლა სხვანაირად აანალიზებს სხვადასხვა საკითხს,  საკუთარ თავსაც განსხვავებულად აღიქვამს. 

უკვე რვა თვეა, თითქოს სხვა ადამიანია. ლაურას თქმით,  ეს დაავადება ძალიან ცვლის ადამიანს და იმასაც, რაც მის გარშემოა.

სამი ოპერაციისა და ქიმიო და რადიოთერაპიის შემდეგ ლაურა კვლავ გადის ჰორმონულ და ასევე ექსპერიმენტულ მკურნალობას.

62 წლის პედრომ ფილტვის კიბო დაამარცხა, თუმცა დაავადებამ თავისი კვალი მაინც დატოვა. მან რადიო და ქიმიოთერაპიული მკურნალობა რომ გაიარა, ფრჩხილები დაუსკდა. ვერ ხსნის ჩანთას, თითებში აღარ აქვს მგრძნობელობა. ისეთ შეგრძნება აქვს, რომ  ყველაფერი რბილია,  ხელები კი მუდამ სველი, როგორც ეს ბანაობის შემდეგაა. პედროს  ისეთი განცდაც აქვს, თითქოს მზის დამწვრობა მიიღო.

ევროპული პროექტის „ულისეს“ ფარგლებში მკვლევრები მუშაობენ ნანონაწილაკებზე დაფუძნებულ მკურნალობაზე, რომელიც ერთ დღეს შესაძლოა დაეხმაროს სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, როგორებიც არიან ლაურა და პედრო. ამ მეთოდს, რომელიც „ვაქცინის ეფექტით“ ორგანიზმიდან სიმსივნური უჯრედების გაქრობას ისახავს მიზნად,

ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი, პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ ამოწმებენ.

პროექტ „ულისესის“კოორდინატორის კრისტინა ფილას თქმით, ამ პროექტის იდეა ისაა,  რომ მოხდეს იმუნური სისტემის აქტივაცია სიმსივნეში სპეციფიკური მოლეკულების შეყვანით, რომლებსაც იმუნური რეაქციის გამოწვევა შეუძლია.

ამისთვის გადამწყვეტია გენეტიკური მასალის მიწოდება სიმსივნური უჯრედებისთვის.  კოვიდ-19-ის ვაქცინაშიც ნანონაწილაკებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ვალენსიის მოლეკულური მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ხოსე ანტონიო ლოპეს-გერერო ამბობს, რომ თუ ეს ვაქცინა ეფექტური იქნება პანკრეასის სიმსივნის შემთხვევაში, მან შესაძლოა, იმ სიმსივნეებთან ბრძოლასაც შეუწყოს ხელი, რომლებიც ამჟამად არ იკურნება.

ლოპეს-გერეროს თქმით,  თუ  ეს მეთოდი გაამართლებს, ეს იქნება დიდი მიღწევა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ის ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ამჟამინდელი მკურნალობის მეთოდების გვერდით ეფექტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend