თბილისმა იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას პროექტის გასული წლების მასპინძელი ქალაქების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ერთმანეთს გაწეული სამუშაოების ანგარიში გააცნეს და ახალი გამოწვევები განიხილეს. იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრას თბილისი მეორედ მასპინძლობს.
პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი დაასრულა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა ისაუბრა.