მთავარიმსოფლიორუსეთი კარიბის ზღვაში ატომურ წყალქვეშა ნავს გზავნის

რუსეთი კარიბის ზღვაში ატომურ წყალქვეშა ნავს გზავნის

რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდები, მათ შორის სარაკეტო ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ და ბირთვული წყალქვეშა ნავი „კაზანი“ მეგობრობის ნიშნად კუბის ტერიტორიულ წყლებში შევა – ეს ინფორმაცია ჰავანაში, რევოლუციური არმიის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ატომურ წყალქვეშა ხომალდს ბირთვული შეიარაღება არ ექნება…

ამ განცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონში გაცხადებული ამბავი, რომ აშშ აკვირდებოდა რუსულ სამხედრო ხომალდებს, რომლებიც კარიბის ზღვის აუზში წვრთნების მიზნით გადაადგილდებოდნენ. მოსკოვში კი კუბის ოფიციალური სტრუქტურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ კუბის ტერიტორიულ წყლებში რუსული ატომური წყალქვეშა ნავი პირველად შევა. ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ასიმეტრიული ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომლებიც დასავლური შეიარაღების უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თანხმობას უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend