მთავარიევროპაუნგრეთიორბანი: „ევროპაში ომის ფსიქოზია, მშვიდობის მომხრეებს აჩუმებენ“

ორბანი: „ევროპაში ომის ფსიქოზია, მშვიდობის მომხრეებს აჩუმებენ“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპაში მიმდინარე მოვლენებს ომის ფსიქოზად აფასებს და ამბობს, რომ მშვიდობის მომხრე პირებს აჩუმებენ.

„ისინი ცდილობენ გააჩუმონ მშვიდობის მომხრეები. უბრალოდ ნახეთ, რა უქნეს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს”,-განაცხადა ორბანმა საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას.

ორბანი ასევე ამბობს, რომ ნატო და ევროკავშირი მიიწევენ რუსეთთან ომისკენ.

“ევროპაში ომის ფსიქოზია. ამის ლოგიკური გაგრძელება კი იქნება დასავლეთ ევროპული ქვეყნების სამხედრო დანაყოფების უკრაინაში შესვლა”, – ამტკიცებს უნგრეთის პრემიერი.

ვიქტორ ორბანს იმედი აქვს, რომ ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და ამით ტრანსატლანტიკური მშვიდობის კოალიცია შეიქმნება ომის შესაჩერებლად.

უნგრელი პოლიტიკოსი უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის დახმარების გამო. ის ასევე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის აგრესია არ შეჩერდება უკრაინაში.

ვიქტორ ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც შეინარჩუნა კავშიები ვლადიმერ პუტინთან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ის ახლა ემზადება ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომელიც უნგრეთში 9 ივნისს გაიმართება. ორბანი ამ არჩევნებს წარმოაჩენს როგორც ეგზისტენციალურ ბრძოლას ომსა და მშვიდობას შორის, სადაც თავად მშვიდობის მომხრე და გარანტორია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend