მთავარიევროპასაფრანგეთიფრანგული „მირაჟები“ უკრაინის ცისთვის

ფრანგული „მირაჟები“ უკრაინის ცისთვის

მრავალფუნქციური ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავი „მირაჟ 2000” კომპანია „დასუ ავიასიონის” მიერაა წარმოებული. იგი საფრანგეთის შეიარაღებაში 1984 წლიდანაა. მას ასევე ფლობენ: საბერძნეთი, ეგვიპტე, აბუდაბი, ინდოეთი, ტაივანი, კატარი…

არსებობს ორ და ერთეკიპაჟიანი „მირაჟი“. იგი გამოირჩევა მაღალი სიჩქარით, შეუძლია დაბალ სიმაღლეზე ფრენა და ადაპტირებულია ბირთვული იარაღით ოპერირებასთან.

„მირაჟ 2000-ს“ შეიარაღების 9 სამაგრი აქვს, ხუთი ფიუზელაჟზე და ორ-ორი ფრთებზე. ერთეკიპაჟიან „მირაჟს“ აქვს ასევე კორპუსში დამონტაჟებული 30-მილიმეტრიანი ორი ქვემეხიც.

მისი შეიარაღების სისტემა მოიცავს ჰაერი-ჰაერი ტიპის გადამჭერ და საბრძოლო რაკეტებს. ასევე MBDA ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებს. მას შეუძლია ოპერირება ჰაერი-ხმელეთი ტიპის რაკეტებითა და ასევე მართვადი ავიაბომბებით. ამასთან „მირაჟს“ შეუძლია სამიზნეების „შტორმ შედოუს“ კლასის ფრთოსანი რაკეტებით განადგურებაც.

ამ დროისთვის მისი წარმოება შეჩერებულია. ბოლო მონაცემებით, დამზადებულია დაახლოებით 600 ერთეული საფრენი აპარატი და ნახევარზე მეტს საფრანგეთი ფლობს.

სხვადასხვა ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, ის ამერიკული „ეფ-16“ კლასის მოიერიშის მსგავსია, თუმცა გარკვეულ ასპექტებში ორივე საფრენ აპარატს ინდივიდუალური უპირატესობა აქვს. თუ რუსულ ანალოგებს შევადარებთ, ფრანგული „მირაჟი“ უფრო თანამედროვეა და უკეთესი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე რუსული „მიგ 29-ს“.

საერთაშორისო მედია იუწყება, რომ, საფრანგეთი უკრაინას სავარაუდოდ, საჰაერო ბრძოლებისთვის მოდიფიცირებულ „მირაჟებს“ გადასცემს, რომლებიც მეტად ახალია, სხვა მოდიფიკაციებთან შედარებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend