რუსეთის პრეზიდენტი გერმანიას აფრთხილებს, რომ დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთიც მსგავსად მოიქცევა და მიაწვდის გარკვეულ ქვეყნებს შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას დასავლურ სამიზნეებზე იერიშების მისატანად. პუტინი ამბობს, რომ დასავლეთის ასეთი ქმედებები სრულად გაანადგურებს და ძირს გამოუთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ევროპის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევენ, ეს დასავლეთის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში ჩართვის მანიშნებელი იქნება. შესაბამისად, პუტინის თქმით, რუსეთს საპასუხო რეაგირების უფლება ექნება.
გერმანიამ შეერთებული შტატების მსგავსად, კიევს ნება მისცა, კიევისთვის გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის გარკვეულ ტერიტორიაზე გამოეყენებინა.