სერბეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2 ივნისს ქვეყანაში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში მათმა პარტიამ, ოთხი მუნიციპალიტეტის გარდა, ყველგან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ მათ გაიმარჯვეს ბელგრადშიც, სადაც უმრავლესობა მოიპოვეს. ისინი დიდი ალბათობით 110-იდან 63 ადგილს დაიკავებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კენჭისყრის პროცესში დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ საუბრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კენჭისყრის პროცესში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. არეულობა იყო ნოვი-სადში, სადაც ოპოზიციონერები ცდილობდნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებით სავსე დარბაზში შესვლას, თუმცა პოლიციამ ისინი შეაჩერა. ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ზოგიერთ ადგილას მოწყობილი იყო ე.წ „ქოლ ცენტრები“, საიდანაც მოქალაქეებს ურეკავდნენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.
In Serbia’s Novi Sad, hundreds have gathered in front of the city’s Fair to protest against massive electoral irregularities by the Vucic regime.
In this building, the ruling party SNS operated an illegal call center to pressure and bribe voters during today’s local elections. pic.twitter.com/V0duEjLJRo
— Jakub Bielamowicz (@KubaBielamowicz) June 2, 2024
ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის რადომირ ლაზოვიჩის თქმით, ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი პარტია მედიაში დომინანტები იყვნენ. საარჩევნო კამპანიისთვის ისინი მედიას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, მათი კამპანია გაჯერებული იყო ყალბი ამბებითა და სიძულვილის ენით. არჩევნებში მონაწილეებს კი მოღალატეებად და უცხოეთის მიერ დაქირავებულ პირებად აცხადებდნენ.

სერბეთის მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ მათი აქტივისტები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.