მთავარისპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 34-ე ყრილობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 34-ე ყრილობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რიგით 34-ე ყოველწლიური ყრილობა გამართა.

ყრილობის ფარგლებში, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტისა და ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი იქნა, როგორც გაწეული საქმიანობის, ასევე ფინანსური ანგარიში. დამტკიცდა ახალი ბიუჯეტიც.

დღევანდელ ყრილობას ესწრებოდნენ „ფიფას“ და „უეფას“ წარმომადგენლები.

წლევანდელ ყრილობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 3 ახალი ორგანიზაცია დაემატა და მათი რაოდენობა 32 გახდა. ესენია: საფეხბურთო კლუბი იბერია 1999, საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაცია და შვიდი შვიდზე ფეხბურთის ასოციაცია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თბილისში უკვე მეორედ ჩამოვედი. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღე დარჩა და მიხარია, რომ ამ უდიდეს საფეხბურთო ზეიმში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ ტურნირზე თამაშს. ეს ყველაფერი შემთხვევითობა საერთოდ არ ყოფილა, ეს იყო შედეგი იმ მუხლჩაუხრელი შრომისა, რომელიც მთლიანად ქართულმა საფეხბურთო ოჯახმა გასწია. ისიამოვნეთ ამ მომენტით, რადგან ასეთი ამბები ყოველთვის არ ხდება. გილოცავთ ამ უდიდესი ნაბიჯის წარმატებით გადალახვას, მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციები ნამდვილად ამაყობს საქართველოს მიღწევებით და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებთ’’, -განაცხადა ჯოზეფ კლიმენტიმ, უეფას მრჩეველმა ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის საკითხებში.

„ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში ჩამოსვლა. ქართული ფეხბურთის ასეთი წარმატება, წარსული წლებიდან მოყოლებული თავდადებული შრომის შედეგია. ქართული ფეხბურთი ნამდვილად განვითარდა და დღითიდღე უფრო მაღალ მწვერვალებზე ადის. თბილისში შარშან უმაღლეს დონეზე ჩატარდა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ფიფა ნამდვილად ამაყობს საქართველოთი. ასეთი პატარა ქვეყნის იმ დონის ტურნირზე გასვლა, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, ნამდვილად საამაყოა’’,-თქვა ჯანი მანკამ, ფიფას წევრი ასოციაციების, ევროპის, რეგიონულმა მენეჯერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend