გერმანიის სამხრეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში იმდენი ნალექი მოვიდა, რამდენიც ერთი თვის განმავლობაში მოდის ხოლმე.
ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდა ბავარიისა და ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონები. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. რამდენიმე დასახლებაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გარკვეული ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციაც მოხდა.

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი ამბობს, რომ ბევრმა ადამიანი გადარჩა, თუმცა მათი სახლები და ქონება დაზიანებული ან მთლიანად განადგურებულია.
ბადენ-ვიურტემბურგის რეგიონში, შვებიშ–გმიუნდის დასახლებასთან, ერთ-ერთი მატარებელი მიწის ჩავარდნის გამო რელსებიდან გადავიდა. იმავე ადგილას მეწყრული პროცესებიც განვითარდა.
ბოლო ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 185 მგზავრიდან არავინ დაშავებულა. გერმანიის რკინიგზის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ მოსახლეობა დროებით ვერ შეძლებს მატარებლით მგზავრობას.