მთავარიკუბი„მეტამ“ პლატფორმებზე რამდენიმე პროპაგანდისტული ქსელი წაშალა

„მეტამ“ პლატფორმებზე რამდენიმე პროპაგანდისტული ქსელი წაშალა

„მეტაში“ აცხადებენ, რომ ჩაახშო პროპაგანდისტული კომპანიები თავის პლატფორმაზე, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს, რათა გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ დისკურსზე და შეექმნა უფრო დიდი მხარდაჭერის ილუზია ვიდრე ეს რეალობაში არის.

ამის შესახებ ვკითხულობთ „მეტას“ 2024 წლის მაისის კვარტალურ ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, იქმნებოდა პოლიტიკური ნარატივები მიმდინარე მოვლენების შესახებ, გამოიყენებოდა ყალბი ანგარიშების ქსელი ფეისბუკსა და ინტსაგრამზე, რომლიც აქვეყნებდნენ ასევე ყალბი საინფორმაციო სააგენტოების პუბლიკაციებს და ასევე ყალბი ანგარიშები, რომლებიც ყალბ ინფორმაციას უწერდნენ კომენტარებში რეალურ საინფორმაციო ორგანიზაციებს.

მაგალითად ქსელი, რომელიც ჩინეთიდან მოდიოდა, ქმნიდან ათობით ყალბ ანგარიშს, ჯგუფსა და გვერდს, რომელიც ე.წ. თარგეთს ანუ სამიზნე აუდიტორიად ირჩევდა ინდოეთში სხვადასხვა ჯგუფს. ასევე მაგალითად ქსელი, რომელიც დაკავშირებულია ისრაელთან, რომელმაც შექმნა დაახლოებით 500 ექაუნთი ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, რათა თავი წარმოეჩინა ებრაელ, აფროამერიკელ ან უბრალოდ „აღელვებულ“ მოქალაქედ, რომელიც ანტისემიტიზმში ადანაშაულებდა ამერიკულ უნივერსიტეტებს.

ანგარიშში ასევე მოყვანილია რუსეთის მიერ ჩატარებული და უკვე ცნობილი საინფორმაციო ოპერაციები, რომლებსაც ე.წ. დოპლგენგერი ეწოდება.

ამაში იგულისხმება ვებგვერდების ფართო ქსელი, რომელშიც შედის ყალბი საინფორმაციოა სააგენტოების ქსელი.

მეტას ცნობით, მათი გავლენა შემცირებულია მას შემდეგ რაც, ორი რუსული კომპანია, რომელიც დაკავშირებული იყო ამ ოპერაციებთან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ მოყვა 2023 და 2024 წლებში.

ასევე შეფასებულია ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ივნისში იქნება საპარლამენტო არჩევნები. მ

ეტას თქმით არაავთენტური ქცევები ფეისბუკსა და ინსტაგრამზე უფრო მეტად კონცენტრირებული იყო კონკრეტულ ქვეყნებზე და არა თვითონ ევროპარლამენტის არჩევნებთან მიმართებით.

მაგალითად, ქვეყნის შიგნით ხდებოდა რომელიმე კანდიდისათვის ყალბი ლაიქების მოგროვება, რათა მხარდაჭერა უფრო დიდი გამოჩნდეს, ვიდრე ის არის რეალობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend