მთავარიამერიკააშშბლინკენის ვიზიტი ჩეხეთში

ბლინკენის ვიზიტი ჩეხეთში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაემგზავრა კიშინაუდან პრაღაში, სადაც ის ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ჩერნოჩოვას შეხვდა. პარტნიორებმა შეხვედრაზე უკრაინის რუსეთისგან დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ენტონი ბლინკენმა შეაქო ჩეხეთის მიერ გაწეული ძალისხმევა უკრაინის მიმართ. ჩერნოჩოვამ განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის უკრაინის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოჩოვა, პრაღა, ჩეხეთი, 30 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Petr David Josek, Pool

„25 წლის წინ ჩეხეთი შეუერთდა ნატოს და ვფიქრობ, დღეს ვხედავთ, თუ რას ნიშნავს ეს ალიანსი როგორც ჩეხეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისა და ყველა ჩვენი მოკავშირისთვის. ჩეხეთი ლიდერობს მრავალი განსხვავებული თვალსაზრისით, მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტით. ჩეხეთის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1% პროცენტს შეადგენს. ასევე ჩვენ ვხედავთ უკრაინის დასახმარებლად ჩეხეთის გაწეულ ძალისხმევას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

„დემოკრატიული სამყაროს პასუხისმგებლობაა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდოს ყველაფერი, რაც საჭიროა მათი ქვეყნის დასაცავად. ჩეხეთმა უკრაინას მიაწოდა ტანკები, საბრძოლო მანქანები და შვეულმფრენები. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ასობით კრიტიკულად საჭირო საარტილერიო ჭურვის მიწოდებაზე“, – თქვა იანა ჩერნოჩოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend