მთავარისაქართველოევროპული საბჭო საქართველოს საკითხს სხდომაზე განიხილავს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს სხდომაზე განიხილავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, უცხოური გავლენის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს. ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამის გამო, საქართველოს ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ”, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend