მთავარისაქართველოჯოზეფ ბორელი და ევროკომისიის წარმომადგენლები ეხმიანებიან პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისიის წარმომადგენლები ეხმიანებიან პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას

ევროკავშირი ღრმა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც ამ კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო რეკომენდაციას შეიცავდა.

„ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება უკან დახევას იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას) და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღმა აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯის არსებითად შესრულების კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ. ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და ვაღიარებთ მისი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით”, – წერია ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend