საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინ ულტრამემარჯვენე ძალები გაძლიერდებიან. მან ევროპის ქვეყნებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. მაკრონის თქმით, ევროპელებმა ევროპის კონტინენტზე მემარჯვენე პარტიების აღზევება არ უნდა დაუშვან.
,,მოდით, მიმოვიხედოთ ჩვენ ირგვლივ და დავაკვირდეთ ავტორიტარული რეჟიმების გატაცებას. შეხედეთ ევროპას და არალიბერალურ დამოკიდებულებებს. ზოგი, მათ შორის ისინი, ვინც სულ რამდენიმე მილის მოშორებით არიან, ევროპის ფულის მოხმარებას აპირებს, თუმცა მათ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა არ აინტერესებთ. ისინი ამბობენ: ავიღოთ ევროპის ფული, მაგრამ დავივიწყოთ პრესის თავისუფლება. ავიღოთ თანხა, მაგრამ დავივიწყოთ კულტურული მრავალფეროვნება, უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება“, – განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელმა მაკრონმა.
ვიზიტის მიზანი ურთიერთობების გამყარებაა.https://t.co/lMzpjmGFNy
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) May 27, 2024
ემანუელ მაკრონის თქმით, ულტრამემარჯვენეებს ცვალებადი სამყაროს შიში კვებავს.
ემანუელ მაკრონი ხშირი სტუმარია გერმანიაში, რადგან პარიზი და ბერლინი მუდმივად ცდილობენ თავიანთი პოზიციების შეთანხმებას ევროკავშირისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ახლაც, როცა რამდენიმე დღეში ევროპარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ორივე ქვეყანა მტკიცედ თანამშრომლობს ერთმანეთთან.