მიმდინარე კვირას გადაუღებელი წვიმის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანას წყალდიდობა დაატყდა თავს. უამინდობამ სერიოზული პრობლემები შექმნა გერმანიაში, კერძოდ, ზაარლანდში.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც შაბათს სტიქიის არეალში ჩავიდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, შეჩერდა მოძრაობა რკინიგზაზე, დაიკეტა გზები. მოსახლეობა მაშინვე გაიყვანეს რაიონებიდან.
საფრანგეთში, სომის დეპარტამენტში, ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ირგვლივ ყველაფერი წყლითა და ტალახით იყო დაფარული.
May 17, 2024
Belgium. Flood.
People were evacuated from the roofs of their houses. The railway service has been interrupted pic.twitter.com/8EYkJtvGjE— Sophia (@t25332437) May 18, 2024
უხვმა ნალექმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სლოვენიაშიც შექმნა პრობლემები. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა.
სერბეთში კი, ქალაქ სომბერში, ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია ხე, რომელიც ავტომობილს დაეცა. დაიღუპა ერთი ქალი.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ნოვი-პაზარში კი, უპრეცედენტოდ უხვი ნალექი მოვიდა, რის გამოც ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.